ავტორი:

ხვიჩას ასისტი მატჩის პირველივე წუთებზე და ოსიმენის გოლი - "ნაპოლი" "სასუოლთან" დაწინაურდა

ხვიჩას ასისტი მატჩის პირველივე წუთებზე და ოსიმენის გოლი - "ნაპოლი" "სასუოლთან" დაწინაურდა

ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დაისვენა და იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურისთვის მეტი შემართებით დაბრუნდა სტადიონზე. "ნაპოლი" სერია "ა"-ს მორიგ უქმეებს ხსნის და "სტადიო მარადონაზე" ლიდერის რანგში "სასუოლოს" უპირისპირდება. "კვარა" "ნაპოლის" სასტარტოშია და რა თქმა უნდა, ეს ქართველი გულშემატკივრის ინტერესს დღევანდელი მატჩის მიმართ განსაკუთრდებით ზრდის.

მატჩის მე-3 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ჩემპიონატში მე-4 ასისტი გაიფორმა.

ქართველის თავურ გადაცემას ვიქტორ ოსიმენი გამოეხმაურა და მე-5 გოლი გაიტანა.

ცნობისთვის, ბოლოს ეს ორი გუნდი ერთმანეთს 30 აპრილს, ამავე არენაზე შეხვდნენ და ლუჩანო სპალეტის გუნდმა მოწინააღმდეგისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა (6:1). დღევანდელი შემადგენლობით გოლები ოსიმენის, ლოსანოსა და რაჰმანის ანგარიშზე იყო, თუმცა ერთი წლით ადრინდელი ნეაპოლური შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით (2:0) დასრულდა.

ნახეთ ვიდეო: