ხვიჩა კვარაცხელიამ ჩემპიონთა ლიგაზე დაისვენა და იტალიის ჩემპიონატის მე-12 ტურისთვის მეტი შემართებით დაბრუნდა სტადიონზე. "ნაპოლი" სერია "ა"-ს მორიგ უქმეებს ხსნის და "სტადიო მარადონაზე" ლიდერის რანგში "სასუოლოს" უპირისპირდება. "კვარა" "ნაპოლის" სასტარტოშია და რა თქმა უნდა, ეს ქართველი გულშემატკივრის ინტერესს დღევანდელი მატჩის მიმართ განსაკუთრდებით ზრდის.
შეიძლება ითქვას, რომ ქართველი ფეხბურთელმა მატჩის დასაწყისშივე შოუ დადგა. მე-3 და მე-19 წუთებზე ხვიჩამ 2 ასისტი გააკეთა, ორივე მომენტში თავი ვიქტორ ოსიმენმა გამოიჩინა და "ნაპოლი" 2:0 დაწინაურდა.
მატჩის 36-ე წუთზე კი ქართველმა ფეხბურთელმა 2 ასისტი გოლით დააგვირგვინდა და ნაპოლმა პირველი ტაიმი 3:0 დაასრულა.
ცნობისთვის, ბოლოს ეს ორი გუნდი ერთმანეთს 30 აპრილს, ამავე არენაზე შეხვდნენ და ლუჩანო სპალეტის გუნდმა მოწინააღმდეგისგან ქვა-ქვაზე არ დატოვა (6:1). დღევანდელი შემადგენლობით გოლები ოსიმენის, ლოსანოსა და რაჰმანის ანგარიშზე იყო, თუმცა ერთი წლით ადრინდელი ნეაპოლური შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით (2:0) დასრულდა.
ნახეთ ვიდეო: