გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "ვაგნერის" დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა აღიარა, რომ აღნიშულმა კერძო სამხედრო კომპანიამ სამხედრო მომსამსახურეების შერჩევის სტანდარტები დაწია. ამის შესახებ რუსულენოვანი გამოცემა "მედუზა" წერს.
კეძოდ, კომპანა თავის რიგებში იღებს რუს პატიმრებს, რომლებსაც აქვთ სერიოზული დაავადებები, მათ შორის აივ და C ჰეპატიტი.
აღსანიშნავია, რომ 27 ოქტომბერს პრიგოჟინმა განაცხადა, რომ არაფერია "ამორალური" იმაში, თუ "ჯარისკაცები, რომლებიც ატარებენ C ჰეპატიტს და აივ ინფექციას, მოკლავენ სხვა ჯარისკაცებს".
ვაგნერის ჯგუფის როლი მნიშვნელოვნად შეიცვალა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ. წინა სამხედრო კონფლიქტებში "ვაგნერი" სამხედროთა შერჩევის გაცილებით მაღალი სტანდარტს ინარჩუნება. ამასთანავე, ბევრი პროფესიონალი რუსი სამხედრო მოსამსახურით იყო დაკონპლექტებული.
ბრიტანეთის სამინისტროში თვლიან, რომ მსჯავრდებულთა ნაწილი თავდაპირველად აღმოსავლეთ უკრაინაში 200 კილომეტრიანი თავდაცვითი ხაზის შექმნაში ჩაერთვება.