ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ყოფილმა პრეზიდენტმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ მოქმედი პრეზიდენტი ჟაირ ბოლსონარუ დაამარცხა.
BBC-ის ცნობით, ბიულეტენების 99%-ის დათვლის შედეგად აღმოჩნდა, რომ მემარცხენე ლიდერმა, ლუის ინასიუ ლულა და სილვამ არჩევნებში ხმების 50.83%-ი, ჟაირ ბოლსონარუმ კი - 49.17% მოიპოვა.
ახალი პრეზიდენტი ფიცს 2023 წლის 1-ელ იანვარს დადებს.
ლუის ინასიუ ლულა და სილვა ბრაზილიის პრეზიდენტი 2003-2010 წლებში იყო. 2017 წელს მას კორუფციის სკანდალთან დაკავშირებით 9 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, თუმცა 4 წლის შემდეგ ბრაზილიის უზენაესმა სასამართლომ განაჩენი გააუქმა.