რუსთავში, სასაფლაოების ტერიტორიაზე არსებული ეკლესიის მიმდებარედ მგელმა 77 წლის ქალი დაგლიჯა.
დაშავებული ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც ambebi.ge -ს შსს-ში განუცხადეს,შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მგლის მოკვლა მოუხდათ.