ავტორი:

როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა, იმისთვის, რომ იღბალი და ბარაქა მოვიზიდოთ

როგორ გავაწყოთ 2023 წლის საახალწლო სუფრა, იმისთვის, რომ იღბალი და ბარაქა მოვიზიდოთ

ახალი წელი მთელ მსოფლიოში მაგიურ და ჯადოსნურ დღესასწაულად მიიჩნევა.შესაბამისად, მზადება მასთან გრანდიოზულად შესახვედრად განსაკუთრებით დიდია.

საახალწლო სუფრის მორთულობა დღესასწაულის მნიშვნელოვანი ნაწილია, შესაბამისად ყველა დიასახლისი ცდილობს, რომ ძალისხმევა არ დაიშუროს.

ფიქრობენ, რომ ჭურჭლის, სუფრისა და დეკორატიული ელემენტების არჩევისას სასურველია გავითვალისწინოთ იმ სიმბოლოს სურვილები, ვისი წელიც მოდის ჩინური ასტროლოგიის მიხედვით. ითვლება, რომ ამით იღბალსა და კეთილდღეობას დავიმსახურებთ. შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სიმბოლო კურდღელია.

  • გთავაზობთ 2023 წლის საახალწლო სუფრის ტენდენციებს

მაგიდის სერვირებისას მნიშვნელოვანია გარკვეული წესების დაცვა. ყურადღება უნდა გავამახვილოთ სრულ კომპოზიციაზე.

ფერთა გამის შერჩევისას სასურველია უპირატესობა მივანიჭოთ რბილ, პასტელურ ფერებს, ასევე თამამად შეგვიძლია გამოვიყენოთ ლურჯი, ცისფერი, მწვანე, ყავისფერი, ვერცხლისფერი, ოქროსფერი, შავი და თეთრი ფერები. აუცილებელია გამოყენებული ფერები შეესაბამებოდეს ოთახის დეკორის ელემენტებსა და კერძებს.წაიკითხეთ ვრცლად