სილამაზის სფერო მუდმივად ვითარდება და იხვეწება. ახალ, ინოვაციურ პროცედურებს სთავაზობენ მომხმარებლებს ქართული ესთეტიკური ცენტრებიც. ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ცენტრის organic lab-ის გაყიდვების დირექტორი მარიამ კაპანაძე იმ სიახლეებზე გვესაუბრება, რომელსაც ისინი მომხმარებლებს სთავაზობენ. მათ შორის არის Beauty კომპლექს პროცედურა, რომელიც აერთიანებს ბიორევიტალიზაციას, ბიორეპარაციასა და რედერმალიზაციას. ეს გახლავთ სახის ინვაზიურ მოდელირება, რომლის ჩატარებაც ამ ეტაპზე მხოლოდ organic lab-ში ექსკლუზიურად არის შესაძლებელი.
როგორც organic lab-ის გაყიდვების დირექტორი მარიამ კაპანაძე განმარტავს, ეს გახლავთ მსოფლიოში არსებული სამი საუკეთესო პრეპარატის ნაერთი, რომელიც ერთი კომპლექსის სახით არის შემუშავებული და მუშაობს როგორც კანზე, ისე კანქვეშა ქსოვილებსა და კუნთზე.
„ერთი პრეპარატის გამოყენებით ხდება ბაზის მომზადება, მოდელირება ვიზუალურ ეფექტთან ერთად და ასევე შენარჩუნება. მარტივად რომ ვთქვათ, ის ატენიანებს კანს და ინარჩუნებს ეფექტს. ჩვენი კლინიკის ექსკლუზივის, Beauty კომპლექს პროცედურის ჩატარება განსაკუთრებით რეკომენდებულია მათთვის, ვისაც არ უყვარს ბევრი ჩხვლეტა ან ცხოვრების სტილიდან გამომდინარე, ვერ ახერხებს სხვადასხვა პროცედურების სრული კურსის ჩატარებას. პროცედურის კურსის ხანგრძლივობისა და ინტენსივობის შერჩევა ინდივიდუალურად ხდება კანის პრობლემური ზონებიდან გამომდინარე. ძირითადი აქცენტი კეთდება ოვალის ზონაზე და ყელზე დეკოლტესთან ერთად,“ - განმარტავს organic lab-ის გაყიდვების დირექტორი მარიამ კაპანაძე.
Beauty კომპლექს პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია 30-35 წლის შემდეგ. კანის ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე 1-3 ინექცია კეთდება. როდესაც ღრმა ნაოჭებია და სახის ოვალის მოდელირებაა საჭირო სპეციალისტები 3 ინექციის ჩატარებას უწევენ რეკომენდაციას. ხოლო როდესაც პროცედურის მიზანი კანის კვება-დატენიანება და მცირე ლიფტინგია, 1-2 ინექციაც საკმარისია.
სრული შედეგის მისაღწევად და შესანარჩუნებლად კურსის წელიწადში ერთხელ გამეორებაა რეკომენდებული. Beauty კომპლექს პროცედურა ისევე ეფექტურია მამაკაცებშიც, როგორც ქალებში.
Beauty კომპლექს პროცედურის პარალელურად organic lab სხვა ექსკლუზიურ პროცედურებს, მათ შორის, კრისტალ მეზოსაც გთავაზობთ. კლინიკა აქტიურად მუშაობს კიდევ უფრო მეტი ინოვაციური პროცედურის დანერგვასა და მომხმარებლებისთვის შეთავაზებაზე.
R