Twitter-ის ახალი მეპატრონე, ილონ მასკი გეგმავს, რომ ყველა ანგარიშს შეეძლება იქონიოს ლურჯი ნიშანი, რომელიც ამჟამად მხოლოდ ვერიფიკაციაგავლილ ანგარიშებს აქვს. ეს "პრიორიტეტი" სოციალური ქსელის მომხმარებლებს ყოველთვიურად 20$ დაუჯდებათ. ხოლო იმ ანგარიშებს, რომლებიც უარს იტყვიან თანხის გადახდაზე, ლურჯი ნიშანი ჩამოერთმევათ.
"ამჟამად მთელი ვერიფიკაციის პროცესის განახლება მიმდინარეობს“, - დაწერა მილიარდერმა სოციალურ ქსელში.
მან გამოკითხვაშიც მიიღო მონაწილეობა, რომლის კითხვაც ასე იყო ფორმულირებული: თუ რამდენს გადაიხდიან მომხმარებლები ვერიფიკაციის ნიშნისთვის? გამოკითხვაში მონაწილეთა უმეტესობამ "არ გადავიხდიდი“ პასუხი აირჩია, რაც მასკმა ერთი სიტყვით შეაფასა: "საინტერესოა“.
<blockquote class="twitter-tweet"><p lang="en" dir="ltr">How much would you pay to be verified & get a blue check mark on Twitter?</p>— jason@calacanis.com (@Jason) <a href="https://twitter.com/Jason/status/1586918111936118784?ref_src=twsrc%5Etfw">October 31, 2022</a></blockquote> <script async src="https://platform.twitter.com/widgets.js" charset="utf-8"></script>
ლურჯი ნიშანი "ტვიტერის" მომხმარებლებს ეხმარებათ განსაზღვრონ, თუ რომელი ანგარიშებია ავთენტური და რომელი - არა. ეს მახასიათებელი განსაკუთრებით გამოსადეგია ცნობილი ადამიანების, ბრენდების და სხვა გავლენიანი ანგარიშების შეფასებისას. თუ მასკი ვერიფიკაციას ფასიანს გახდის, ეს გაართულებს იმის გარჩევას, არის თუ არა ესა თუ ის მომხმარებელი ბოტი.
მასკის გადაწყვეტილებას ცნობილი ამერიკელი მწერალი, სტივენ კინგიც გამოეხმაურა :
"თვეში 20$ უნდა ვიხადო იმისთვის, რომ ლურჯი ნიშანი შევინარჩუნო? ერთი მაგისიც, აქეთ უნდა გადამიხადონ. თუ ამას შემოიღებენ, მე წავალ".
მწერალს მასკმა უპასუხა:
“როგორღაც ჩვენც უნდა გადავიხადოთ გადასახადები! "ტვიტერი“ მთლიანად რეკლამის განმთავსებლებზე ვერ იქნება დამოკიდებული. 8$-ის გადახდაზე რა აზრის ხართ?“
მასკმა მომდევნო "ტვიტში" განაცხადა, რომ გადასახადის გააქტიურებამდე კიდევ იმსჯელებდა და ახსნიდა, რატომაა ეს სიახლე აუცილებელი.
წყარო: cnn
მოამზადა: ანა სიბოშვილმა