გვინდა გვარამია იყოს თავისუფალი? - ერთიანობა! გვინდა სააკაშვილი იყოს თავისუფალი? - ერთიანობა! ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გვინდა? - ერთიანობა! სანამ დიდ ერთობას არ დავინახავთ, ყველა ილუზია უნდა მოვისპოთ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს თბილისის სააპელაციო სასამართლოსთან განუცხადა, სადაც ნიკა გვარამიას, კახაბერ დამენიასა და ზურაბ იაშვილის საქმეზე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოცხადდა.
როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ერთიანობის გარდა, გამარჯვების სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
"ჩვენ ვფიქრობთ, რომ საქართველოს აქვს ორი არჩევანი, ან რუსეთისკენ ან ევროპისკენ. ჩვენი გზა არის ევროპისკენ, შესაბამისად, ევროპისკენ მიმავალ გზაზე ჩვენ გვაქვს ბევრი განსაცდელი. ყველა განსაცდელს ძალიან სწრაფად გავივლით, თუ ვიქნებით ერთიანები. ჩვენ გვჭირდება საერთო ევროპული ერთობა ევროპულ ფლანგზე, რის შემდეგაც კანდიდატის სტატუსსაც მივიღებთ, გვარამიასაც გავათავისუფლებთ, როგორც პოლიტპატიმარს და სააკაშვილის გათავისუფლდება, როგორც პოლიტიკური პატიმარი. ეს არის ერთადერთი გზა. ერთიანობის გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს! გვინდა გვარამია იყოს თავისუფალი? - ერთიანობა! გვინდა სააკაშვილი იყოს თავისუფალი? - ერთიანობა! ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი გვინდა? - ერთიანობა! სანამ დიდ ერთობას არ დაინახავთ, ყველა ილუზია უნდა მოვისპოთ. არანაირი შეწყალება არ იქნება, ხალხო, არანაირი სხვა გადაწყვეტილება უზენაესში არ იქნება, სანამ ხალხის დიდი ერთობის ძალას არ ნახავენ. ჩვენ, ვინც მივიღეთ ამის გადაწყვეტილება, მივდივართ ერთიანობის გზით, ვისაც სხვა გზა აქვს, გვაჩვენეთ სხვა უკეთესი გზა თუ არსებობს. ჩვენი გეგმა არის ერთიანობა. დავდგებით ერთად? - გავიმარჯვებთ! გვარამია გათავისუფლდება დიდი ერთიანობის შემთხვევაში, სხვა შემთხვევაში გათავისუფლება არ იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.