ავტორი:

უკრაინაში, ოკუპანტებთან ომში დაღუპული 24-ე ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილია

უკრაინაში, ოკუპანტებთან ომში დაღუპული 24-ე ქართველი მებრძოლი ლევან სახელაშვილია

უკრაინაში, ოკუპანტებთან ომში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინაში მებრძოლი ქართველი ვანო ნადირაძე ავრცელებს. როგორც ნადირაძე წერს, გარდაცვლილი ლევან სახელაშვილია. ჯერჯერობით უცნობია, კონკრეტულად სად, რა ვითარებაში დაიღუპა ქართველი მებრძოლი.

უკრაინაში რუსებთან მიმდინარე ომს სულ 24 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.