რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ხერსონში აფეთქებები გაისმა. ამის შესახებ რუსული პროპაგანდისტული გამოცემა „რია ნოვოსტი" იუწყება.
"უკრაინის ჯარებმა HIMARS MLRS-დან ხერსონზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს, 12 რაკეტა ჩამოაგდო საჰაერო თავდაცვამ, 6 რაკეტა ჩამოვარდა დნეპერზე ანტონოვსკის ხიდის მიდამოში", - განუცხადა ჟურნალისტებს ხერსონის რეგიონის სასწრაფო დახმარების წარმომადგენელმა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.