ავტორი:

"ვაჟა სირაძის მამამ, მოსამართლე შოთა სირაძემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა... მივიჩნევ თუ არა თავს წაგებულად?" - სააპელაციო სასამართლომ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

"ვაჟა სირაძის მამამ, მოსამართლე შოთა სირაძემ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა... მივიჩნევ თუ არა თავს წაგებულად?" - სააპელაციო სასამართლომ ნათია კაპანაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც არ დაკმაყოფილდა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ყოფილი ხელმძღვანელის, ნათია კაპანაძის სარჩელი მისი თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ გუშინ მიიღო.

ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად ნათია კაპანაძე წერს.

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ, უფრო ზუსტად, ვაჟა სირაძის მამამ, მოსამართლე შოთა სირაძემ დღეს პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა - აჭარის ტელევიზიის და რადიოს საქმეზე სახელმწიფო პოლიტიკის გატარება, დირექტორის დევნა, მოგონილი და უსაფუძვლო ბრალდებების აბსურდი კიდევ ერთხელ ცნო ლეგიტიმურად საქართველოს სახელითმიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით ყველა მტკიცებულება და არგუმენტი იცის სასამართლო ხელისუფლებამ სამწუხაროდ, ის სასამართლო ძალაუფლებაა მმართველი გუნდისთვისთავს მივიჩნევ თუ არა წაგებულად? ამ კითხვაზე ჩემი, როგორც მოქალაქის და საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის პასუხი ყველამ იცის გარდ აქართული ოცნებისა. არა, არ მგონია, რომ წაგებაა ღირებულებების ერთგულება, სიტყვის თავისუფლების სტანდარტის დაცვა და უკეთესი ქვეყნის შექმნავერცერთი პოლიტიკური ფოკუსი ვერ დამარწმუნებს, რომ ჩვენ არ გვექნება ნამდვილი ევროპული სახელმწიფო და საზოგადოებრივი მაუწყებელი ვერ იქნება საზოგადოების საჭიროებაზე კონცენტრირებული მედია ქვეყანაშიყველა მხარდაჭერა, ყველა სიტყვა დიდი დახმარება იყო და არის ამ დიდ გამოწვევაში. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა!" - წერს კაპანაძე "ფეისბუქში".

ნათია კაპანაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელის თანამდებობიდან 2019 წელს გადააყენეს. ბორდის 5 წევრიდან კაპანაძის გადაყენებას მხარი ოთხმა წევრმა დაუჭირა.

ნათია კაპანაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება მის მიერ ტელეკომპანიაში სარედაქციო დამოუკიდებლობის პოლიტიკის გატარებას დაუკავშირა და თავისუფალ მედიაზე ზეწოლად მიიჩნია. სწორედ ამიტომ მან ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. სასამართლომ არ დააკმაყოფილა ნათია კაპანაძის სარჩელი, თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე. ამის შემდეგ კაპანაძემ სააპელაციო სასამართლოს მიმართა.