ავტორი:

იყიდე წიგნი სპეციალურ ფასად და განსაკუთრებული პირობებით - "პალიტრა L“  ახალ პროექტს იწყებს

იყიდე წიგნი სპეციალურ ფასად და განსაკუთრებული პირობებით - "პალიტრა L“  ახალ პროექტს იწყებს

XXI საუკუნის ოჯახს ახალი ბიბლიოთეკა სჭირდება - სწორედ ამ მიზნით გამომცემლობა „პალიტრა L“ იწყებს ახალ პროექტს, რომლის ფარგლებშიც მკითხველს წიგნებს გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში განსაკუთრებულ ფასად შესთავაზებს. როგორც გამომცემლობაში განმარტავენ ეს გახლავთ ახალი, თანამედროვე, მდიდარი და პოლიგრაფიული ხარისხით გამორჩეული ბიბლიოთეკის შექმნის ან/და უკვე არსებულის შევსება-განახლების მასშტაბური და მეტად მოქნილი შესაძლებლობაა.

პროექტის ფარგლებში წიგნის მოყვარულებს შეუძლიათ გახდნენ გამომწერები და მათთვის მოსახერხებელი ფორმითა და პერიოდულობით მიიღონ საკუთარ ინტერესზე მორგებული წიგნი თუ წიგნების სერიები, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისთვის გამოიცემა. პირველი წიგნი 28 ნოემბერს გამოვა. პროექტს მიხეილ ჯავახიშვილის ხუთტომეული გახსნის. თვეში 1 ტომი გამოვა და წიგნის სპეციალური ფასი ერთი კვირის განმავლობაში 14 ლარი იქნება.

„პალიტრა L-ის“ დირექტორის თინა ასათიანის განმარტებით, მკითხველი ეტაპობრივად, დაპირებული პერიოდულობით მიიღებს სრულიად ახალ გამოცემებს და აღარ დაელოდება პრესის ახალი ნომრის გამოსვლას, ანუ მას ექნება საშუალება ისარგებლოს სპეციალურად მასზე მორგებული პირობებით და ახალი გამოცემები შეიძინოს გაზეთისგან დამოუკიდებლად სხვადასხვა, უფრო ინოვაციური და მისთვის მოსახერხებელი არხით.

„თანამედროვე სამყაროში, როცა ყველაზე დეფიციტური და ძვირფასი არის დრო, ეს უპირატესობა იმდენად აშკარაა, რომ მისით მსოფლიოში მილიონობით ადამიანი სარგებლობს. რა უნდა იყოს იმაზე კომფორტული, ვიდრე ის, რომ სასურველ მისამართზე, სასურველ დროს მიიღოს სასურველი წიგნი. ადამიანი ზოგავს დროსაც, ფულსაც და ნერვებსაც, მისი ბიბლიოთეკა კი ივსება მისთვის საინტერესო უახლესი გამოცემებით. ჩვენი გამომცემლობა მაქსიმალურად ცდილობს ყველა გემოვნების, ასაკისა და მოთხოვნების მკითხველს შესთავაზოს მათთვის სასურველი მომსახურება. სწორედ ამიტომ დავნერგეთ სამი ტიპის გამოწერის სისტემა. ეს გაუადვილებს ადამიანს თავისი ინტერესის, ადგილსამყოფლისა და ყველა სხვა ფაქტორის გათვალისწინებით, კომფორტულად გახდეს გამომცემლობა ,,პალიტრა L-ის“ გამომწერი, შეიძინოს წიგნები განსაკუთრებულ, სპეციალურად გამომწერებისთვის დადგენილ ფასად და მიიღოს ისინი საქართველოს ნებისმიერ კუთხეში მხოლოდ 2 ლარის დამატებით,” - განმარტავს თინა ასათიანი.

XXI საუკუნის ოჯახის ახალი ბიბლიოთეკის შექმნა კი მარტივად, ახლა უკვე პრესის გარეშეა შესაძლებელი.

1. სასურველი წიგნის შეძენა შეგიძლიათ პრესის ჯიხურებსა და ბიბლუსის ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით. წიგნს გამოსვლიდან ერთი კვირის განმავლობაში სპეციალურ, დაუჯერებელ ფასად შეიძენთ.

ან გახდით გამომწერი:

2. დააფიქსირეთ თქვენი ინტერესი ამა თუ იმ გამოცემის, ტომეულისა თუ პროექტის მიმართ გამომცემლობის სატელეფონო ცენტრში, დათქმულ დროსა და ადგილზე წიგნების სპეციალურ ფასად მიიღებთ. ტელ.: 322 47 00 45

3. გამოიწერეთ სპეციალურად თქვენთვის შექმნილი ტომეული ონლაინ, განსაკუთრებულ ფასად საიტიდან. თანხის ერთიანად გადახდის შემთხვევაში მიიღეთ

დამატებითი 10%-იანი ფასდაკლება ან გადაიხადეთ ყოველთვიურად თქვენ მიერ შერჩეულ რიცხვში, შეძენილ წიგნებს კი სასურველ მისამართზე მიიღებთ.

სატელეფონო და ონლაინ გამოწერის შემთხვევაში, საკურიერო მომსახურების ფასი მთელი საქართველოს მასშტაბით მხოლოდ 2 ლარია.

საინტერესოა, „პალიტრა L-ის“ სტრატეგიაც ახალი წიგნების შერჩევასა და გამოცემასთან დაკავშირებით. წიგნები სხვადასხვა ასაკის, ინტერესის და გემოვნების მქონე მკითხველზეა მორგებული. გამომცემლობა მკითხველს სთავაზობს მსოფლიო ლიტერატურის სიახლეებს და ქართულ ენაზე გამოსცემს როგორც სხვადასხვა ქვეყანაში მკითხველის მიერ აღიარებულ გამოცემებს, ასევე წიგნებს, რომლებიც ფლობენ პრესტიჟულ და ავტორიტეტულ საერთაშორისო პრემიებს, როგორიცაა "ბუკერი", "პულიცერი", "გონკური" და ა. შ.

R