მძარცველებმა ნეაპოლში ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი, Mini countryman-ი მოპარეს. ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.
ავტომობილი კუმეს დასახლებაში, ფეხბურთელის სახლთან იყო. ძარცვის დროს კვარაცხელია სახლში იმყოფებოდა, მაგრამ ვერაფერი შენიშნა.მედიის ინფორმაციით, ქართველმა ტალანტმა საჩივარი პოლიციაში უკვე შეიტანა.
კვარაცხელია დღეს საწვრთნელ ბაზაზე ჩვეულებრივ გამოცხადდა და თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა.