ძველ თბილისში, ხარფუხის ქუჩაზე შენობა ჩამოინგრა.
როგორც "ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, არავინ დაშავებულა.
უწყების ცნობით, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, მეხანძრე-მაშველები კვლავ რჩებიან ადგილზე. ამასთან, ხარფუხის ქუჩაზე ასევე მობილიზებულია პოლიცია