ნეაპოლის პოლიციამ იპოვა ხვიჩა კვარაცხელიას ავტომობილი Mini Countryman-ი, რომელიც ფეხბურთელს გუშინ მოჰპარეს. პოლიციის ინფორმაციით, მანქანა იტალიის ერთ-ერთ პროვინციაში, გზაზე იყო მიტოვებული და ის კარგ მდგომარეობაშია.
"კორიერე დელო სპორტის" ცნობით სამართალდამცველებმა ავტომობილი უკვე დაუბრუნეს კვარაცხელიას.
"მანქანა პოლიციამ მოპარვიდან 24 საათზე ნაკლებ დროში იპოვა. "ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა საჩივარი პოლიციაში.
როცა ქურდებმა მანქანა წაიყვანეს, ფეხბურთელს სახლის პირველ სართულზე ეძინა და არაფერი შეუმჩნევია“, – წერს იტალიური გამოცემა.