უკრაინაში, ოკუპანტებთან ომში დაღუპული 40 წლის ქართველი მებრძოლი, გურგენ გაგნიძე სამშობლოში ჩამოასვენეს. მას ზესტაფონში, მშობლიურ სახლში გადაასვენებენ.
ის უკრაინის შეიარაღებული ძალების 25-ე სადესანტო-მოიერიშე ბრიგადაში მსახურობდა, ოცმეთაური იყო და არაერთ ოპერაციაში მონაწილეობდა.
თვითმხილველებისა და გადარჩენილი თანამებრძოლების ინფორმაციით, გუგა გაგნიძე ბახმუტთან, კონტაქტური ბრძოლის დროს, მაშინ დაიღუპა, როცა ჯგუფთან ერთად ტყვეების ასაყვანად დაგეგმილ ოპერაციაში მონაწილეობდა. ჯგუფი "ვაგნერელების" ჩასაფრებაში მოჰყვა.
უკრაინაში რუსეთის ომის დაწყებიდან 24 ქართველი სამხედროა გარდაცვლილი.