ავტორი:

"ეს ჯილდო ეძღვნება ჩემს ნატანჯ სამშობლოს, საქართველოს.." - ქართველი რეჟისორი, რომელმაც ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე აღიარება მოიპოვა

"ეს ჯილდო ეძღვნება ჩემს ნატანჯ სამშობლოს, საქართველოს.." - ქართველი რეჟისორი, რომელმაც ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე აღიარება მოიპოვა

ახალგაზრდა რეჟისორმა, დავით ფირცხალავამ საუკეთესო რეჟისორის ჯილდო მიიღო ბოსფორის საერთაშორისო კინოფესტივალზე ფილმისთვის - "A Long Break / დიდი შესვენება!"

ფესტივალზე ფილმის ევროპული პრემიერა შედგა. კინოსურათი წარდგენილი იყო საკონკურსო სექციაში - ''საუკეთესო საერთაშორისო ფილმი."

"ეს ჯილდო ეძღვნება ჩემს ნატანჯ სამშობლოს, საქართველოს, რომელიც შევიწროებულია, მაგრამ მალე აღდგება!

თურქეთი, სტამბოლი. ბოსფორის კინოფესტივალი. საუკეთესო რეჟისორის პრიზი ფილმისთვის "დიდი შესვენება", - წერს რეჟისორი სოციალურ ქსელში...

დავით ფირცხალავა:

- ფილმი გადავიღეთ 2020 წელს, პანდემიის პერიოდში და ყოველდღე იყო იმის საშიშროება, რომ გადაღებები გაჩერდებოდა, ჯგუფის ერთი წევრიც რომ დაინფიცირებულიყო, მაგრამ, საბედნიეროდ, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა და გადაღება დაგვცალდა. გადაღების დროს, მაქსიმალურად ვფრთხილობდით გადამღები ჯგუფიც და მსახიობებიც, მხოლოდ გადასაღებ მოედანზე დავდიოდით, შევზღუდეთ ყველანაირი სხვა კონტაქტი და შედეგმაც არ დააყოვნა. მაშინ, როცა დღეში 1000-1500 შემთხვევა ფიქსირდებოდა, ჩვენ - დაახლოებით, 40-კაციანმა ჯგუფმა, გადაღებები მშვიდობიანად ჩავამთავრეთ, ისე, რომ ერთ კაცსაც არ დაუდასტურდა კოვიდი, რაც თავის მხრივ, გადაღებების გაჩერებას გამოიწვევდა.

- რის შესახებ არის ფილმი?

- ფილმი მოგვითხრობს ყოფილი თანაკლასელი ბიჭების შესახებ, რომლებიც სკოლის დამთავრებიდან 13 წლის შემდეგ ხვდებიან ერთმანეთს სკოლაში, დასალევად და ძველი დროის გასახსენებლად, თუმცა სიუჟეტის მსვლელობისას ირკვევა, რომ შეკრების ინიციატორს სურს, შური იძიოს თანაკლასელზე, რომელიც ბავშვობაში მჩაგვრელი იყო. განაგრძეთ კითხვა