ავტორი:

რუსებმა მიკოლაივი დაბომბეს, განადგურდა საწყობები, დაიწვა 10-ზე მეტი ავტომობილი

რუსებმა მიკოლაივი დაბომბეს, განადგურდა საწყობები, დაიწვა 10-ზე მეტი ავტომობილი

რუსულმა ძალებმა წუხელ მიკოლავი S-300 რაკეტებით კიდევ ერთხელ დაბომბეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია სამხარეო ადმინისტრაციის პრესსამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, განადგურდა საწყობები, ადმინისტრაციული შენობა, საცხოვრებელი სახლები, დაიწვა 10-ზე მეტი ავტომობილი.

"წინასწარი ინფორმაციით, თავდასხმას მსხვერპლი არ მოჰყოლია“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, საწყობში ხანძარი ლიკვიდირებულია.