ავტორი:

ილონ მასკმა "ტვიტერში" დასაქმებული ადამიანების თითქმის ნახევარი სამსახურიდან გაუშვა - "მიზეზი გაზრდილი ხარჯები გახდა"

ილონ მასკმა "ტვიტერში" დასაქმებული ადამიანების თითქმის ნახევარი სამსახურიდან გაუშვა - "მიზეზი გაზრდილი ხარჯები გახდა"

"ტვიტერის" ახალი მფლობელი ილონ მასკი აცხადებს, რომ ის იძულებული გახდა კომპანიაში დასაქმებული ადამიანების თითქმის ნახევარი სამსახურიდან გაეშვა. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი გაზრდილი ხარჯები გახდა, რადგან კომპანია ყოველდღიურად 4 მილიონ დოლარზე მეტს კარგავს.

მასკის განცხადებით, ის ადამიანები, რომლებმაც სამსახურები დაკარგეს, კომპენსაციის სახით მომდევნო 3 თვის განმავლობაში ანაზღაურებას ისევ მიიღებენ.

გასულ კვირას ილონ მასკმა Twitter-ის შესყიდვის პროცესი დაასრულა და კომპანიაზე კონტროლის დაწესების შემდეგ რამდენიმე ხელმძღვანელი, მათ შორის აღმასრულებელი დირექტორი და ფინანსური ხელმძღვანელი გაათავისუფლა.

მასკმა Twitter-ი 44 მილიარდ დოლარად შეიძინა.