ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, უკრაინის მთავრობის წარმომადგენლები მიხეი სააკავილის ჯანმრთელობის მდგომარეობით აქტიურად ინტერესდებიან. როგორც ალასანიამ "ტვ პირვეს" განუცხადა, "ყოველდღე იბრძვიან" სააკაშვილისთვის.
"ძალიან უყვარს უკრინა, კარგი წლები აქვს იქ გატარებული, ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს. აღმოჩნდა,რომ უკრაინელებიც უფასებენ იმ ყველაფერს, რაც მან გააკეთა უკრაინაში, დაფასდა რაღაცნაირად. იგივე არახამია და ყველა. ეს ადამიანები, რეალურად, ყოველდღე იბრძვიან მისთვის, თუმცა მათ ძალიან ბევრი აქვთ დღეს საბრძოლი და ისე არ არის, რომ მარტო ჩემი შვილით არიან დაკავებული, მაგრამ მუდმივად ახოვთ. არ არაიან ისინიც კარგ ფორმაში დღეს, მაგრამ მაინც არ ივიწყებენ ჩემს შვილს" - აცხადებს გიული ალასანიია.