ავტორი:

მოსკოვში დედამ ერთი წლის გოგონა მე-11 სართულიდან გადმოაგდო - რა გარემოებებზე საუბრობს გამოძიება

მოსკოვში დედამ ერთი წლის გოგონა მე-11 სართულიდან გადმოაგდო - რა გარემოებებზე საუბრობს გამოძიება

ორშაბათს, 9 ნოემბერს მოსკოვში, ახალგაზრდა ქალმა შვილი - 1 წლის გოგონა, მე-11 სართულიდან გადმოაგდო. გოგონა საავადმყოფოში მოათავსეს. ბავშვის მდგომარეობა მძიმე იყო და ის გარდაიცვალა. ამის შესახებ რუსული სააგენტო tass.ru წერს.

საავადმყოფოშია გადაყვანილი ბავშვის 26 წლის დედაც.

მოსკოვის პროკურატურაში აცხადებენ, რომ ბინაში ბუნებრივი აირი იყო ჩართული. გამომძიებელთა თქმით, ქალი განქორწინების შემდეგ დეპრესიაში იყო. როდესაც ექიმებისგან ნებართვას მიიღებენ, გამომძიებლები მასთან მუშაობას და საგამოძიებო მოქმედებებს დაიწყებენ.

საქმე მკვლელობის მცდელობის მუხლითაა აღძრული, თუმცა ბავშვის გარდაცვალების შემდეგ მისი გადაკვალიფიცრებაა მოსალოდნელი.