ავტორი:

20-წლიანი ოჯახური ცხოვრება, 6 შვილი და 14 - ათასლარიანი ხელფასი - რა ქონებას ფლობს სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, რომელიც ცნობილი ტელეწამყვანის ძმაა?

20-წლიანი ოჯახური ცხოვრება, 6 შვილი და 14 - ათასლარიანი ხელფასი  - რა ქონებას ფლობს სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, რომელიც ცნობილი ტელეწამყვანის ძმაა?

2021 წლის 2 ნოემბერს საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის პოზიციაზე საქართველოს პარლამენტმა ხმათა უმრავლესობით გიორგი ფანგანი აირჩია. მან კომისიის წევრის თანამდებობა მეორე ვადით, მომდევნო 6 წლის განმავლობაში დაიკავა. სემეკის კომისია სულ 5 წევრისგან შედგება, რომელთაც საქართველოს პარლამენტი ირჩევს.

გიორგი ფანგანი პროფესიით იურისტია. იგი ენერგეტიკის სექტორში 2005 წლიდან საქმიანობს. პირველი ვადით კომისიის წევრად 2015 წელს აირჩიეს. საჯარო მოხელეს ჰყავს მეუღლე და 6 შვილი, ის ცნობილი ტელეწამყვანის ეკო ფანგანის ძმაა.

"ჩემი ძმა ჩემზე უმცროსია. 18 წლის ასაკში დაქორწინდა. მგონია, რომ ძალიან კარგი მამიდა ვარ. ბავშვები ჩემზე გიჟდებიან. ერთ-ერთი ძმიშვილი ჩემს გულზე გაიზარდა, სულ გულზე მეწვინა. ძალიან ხშირად არიან ჩვენთან და ბავშვებთან ერთად ხან სად დავდივარ, ხან სად. დამყავს ჩემი მეგობრის შვილებთან, სხვადასხვა საბავშვო დღესასწაულებზე... გოგონა ყველგან ამბობს – ეკო ფანგანს თუ იცნობთ, მისი ძმიშვილი ვარო. ძალიან ამაყობს ჩემით!" - ამბობდა ტელეწამყვანი ერთ-ერთ ინტერვიუში...

გიორგი და ეკო ფანგანები წლების წინ

ეკოს და გიორგის მამა დიპლომატიურ სფეროში მოღვაწეობდა და თურქეთის საელჩოს მთავარი ეკონომიკური მრჩეველი იყო. ოჯახი ანკარაში ცხოვრობდა და მაშინ 90-იანი წლები იდგა.

"საქართველოში ურთულესი წლები იყო, თბილისში რომ ეზოებში ცეცხლს ანთებდნენ და ჩაიდნებით წყალს ადუღებდნენ, არ იყო - შუქი, გაზი, წყალი... ჩვენ ამ დროს თურქეთში კარგი პირობები გვქონდა, მაგრამ მაინც არ მსურდა იქ ყოფნა. ჩემი სკოლა და მეგობრები მენატრებოდა. ამიტომაც ვერ ავიტანე იქ ყოფნა და ცოტა ხანში წამოვედი. დავბრუნდი უშუქობაში, ყინვაში და უბედურებაში... ბებიასთან და ბაბუასთან ვცხოვრობდი. ორი ბებია და ბაბუა მყავდა და თანაბრად ვიყავი ხან ერთგან და ხან მეორეგან. მოგეხსენებათ, რაც არის ბებია-ბაბუას წეს-ჩვეულება და მეც ბევრად უფრო მეტად მანებივრებდნენ, ვიდრე მშობლები. უფრო მეტად ბებია-ბაბუების გაზრდილი ვარ. თურქეთში მხოლოდ ექვსი თვე ვიყავი. ჩემი მშობლები ხუთი წელი იქ ცხოვრობდნენ და მე ზოგჯერ ჩავდიოდი ახალ წელს ან საზაფხულო არდადეგებზე", - იხსენებდა მოგვიანებით ეკო ფანგანი.

გიორგი და ეკო ფანგანები მშობლებთან ერთად

18 წლის იყო, როდესაც გიორგი ფანგანი თაკო ჟიჟიაშვილზე დაქორწინდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამჟამად 6 შვილს ზრდიან და მათი ოჯახური ცხოვრება ოც წელს ითვლის.

გიორგი ფანგანი მეუღლესთან ერთად

"პირველად, როდესაც გიორგიმ თაკო ჩვენთან მოიყვანა, სამივე თინეიჯერები ვიყავით. მას შემდეგ სულ ერთად ვართ, გავიზარდეთ ერთად, ყველგან დავდივართ ერთად, ვისვენებთ ერთად, ვერთობით ერთად, ყველაფერს ერთმანეთს ვუზიარებთ და, თითქმის

ყველაფერი საერთო გვაქვს. მაგალითად, მისი 6 შვილი ჩემი 6 შვილია. ჩემს საყვარელ ნივთებსაც სულ თაკოს ვუზიარებ ისე, როგორც ეს თბილი, ლამაზი და საახალწლო განწყობის ჯემპრი გავუზიარე და როგორც ყველაფერი, ესეც საოცრად მოუხდა. დიდი სიამოვნებაა გაახარო საყვარელი ადამიანები, გაუზიარო მათ საკუთარი ნივთები და ერთად შექმნათ საახალწლო განწყობა", - წერს სოციალურ ქსელში ეკო ფანგანი.

გიორგი ფანგანი მეუღლესთან და შვილებთან ერთად

გიორგი ფანგანის დეკლარაცია

გიორგი ფანგანმა დეკლარაცია 2022 წლის იანვარში შეავსო. წყვილს პირველი შვილი, ვლადიმერი 2002 წელს შეეძინა, მათ ჰყავთ ელენე, ნიკოლოზი, დავითი და მარიამი, მეექვსე შვილი, ილია კი 2019 წელს დაიბადა.

138.8 კვ. მ. ბინა სოფელ დიღომში გიორგი ფანგანმა 2018 წელს 75 ათას ევროდ შეიძინა. 2017 წელს კი მოხელეს კოჯორში 600 კვ.მ. მიწის ნაკვეთი აჩუქეს.

მეუღლეს, თამარ ჟიჟიაშვილს ჰყავს 10 ათას დოლარად შეძენილი მანქანა Audi Q5.

დეკლარაციის შევსებისას ფანგანს საქართველოს ბანკის საკრედიტო ანგარიშზე ჰქონდა 3250 ლარი, თიბისი ბანკის სახელფასო ანგარიშზე 2765,39 ლარი და მიმდინარე ანგარიშზე 3161,55 ლარი.

თამარ ჟიჟიაშვილი შპს სოკარ ენერჯი ჯორჯიაში წამყვან სპეციალისტად მუშაობს. 2021 წლის კალენდარული წლის მანძილზე ხელფასის სახით 24 500 ლარი მიიღო.

გიორგი ფანგანმა საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში კომისიის წევრის პოზიციაზე ერთი წლის განმავლობაში 171 104,93 ლარი მიიღო. ფანგანის ხელფასი თვეში დაახლოებით 14 ათასი ლარია.

გიორგი ფანგანს 37 ათასი ლარი სამომხმარებლო სესხი აქვს, რომელიც 2019 წელს აიღო და 2021 წელს წინსწრებით დაფარა.

მეორე იპოთეკური სესხი, 82 ათასი დოლარის ოდენობით 2018 წელს აიღო და 2021 წელს ასევე წინსწრებით დაფარა...