ავტორი:

"მესმის, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება..." - რუსული ძალები ხერსონს ტოვებენ: რას ამბობს რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი?

"მესმის, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება..." - რუსული ძალები ხერსონს ტოვებენ: რას ამბობს რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი?

რუსეთის შეიარაღებული ძალები დნეპრის მარჯვენა სანაპიროსა და ქალაქ ხერსონს ტოვებენ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული გამოცემა “რია ნოვოსტი” რუსეთის თავდაცვის მინისტრზე სერგეი შოიგუზე და უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელზე სერგეი სუროვიკინზე დაყრდნობით ავრცელებს.

"შექმნილი ვითარების ყოველი მხრივ შესაფების შემდეგ, შეთავაზებულია თავდაცვის მდინარე დმეპრის მარცხენა სანაპიროზე დაკავება. მესმის, რომ ეს არ არის მარტივი გადაწყვეტილება. ამავდროულად ჩვენ, რაც მთავარია, შევინახავთ ჩვენი სამხედროების სიცოცხლეს და, მთლიანობაში, ჩვენი საბრძოლო დაჯგუფების ბრძოლისუნარიანობას, რომლის მარჯვენა სანაპიროზე შეზღუდულ სივრცეში შენახვა უპერსპექტივოა.

ამავდროულად, გათავისუფლდება ძალებისა და რესურსების ნაწილი, რომელიც გამოყენებულ იქნება აქტიური მოქმედებებისთვის, მათ შორის თავდასხმითი ხასიათის, ოპერაციის სხვა მიმართულებებზე" - თქვა სუროვიკინმა.

  • "რია ნოვოსტის" ცნობით, რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სუროვიკინის ხერსონისა და დნეპრის მარჯვენა სანაპიროს დატოვების შესახებ შეთავაზებას დათანხმდა.

ცოტა ხნის წინ ხერსონში მიმდინარე მოვლენებზე პოსტი გამოაქვეყნა "ტვიტერზე" პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველნა. მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ვერ ხედავენ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებდეს.

"ქმედებები უფრო ხმამაღალია, ვიდრე სიტყვები. ჩვენ არ ვხედავთ ნიშნებს, რომ რუსეთი ხერსონს ბრძოლის გარეშე ტოვებდეს. რუსეთის დაჯგუფების ნაწილი ქალაქშია და რეგიონში ჩადიან დამატებითი რეზერვები. უკრაინა ტერიტორიებს დაზვერვის ინფორმაციაზე დაყრდნობით ათავისუფლებს და არა სატელევიზიო განცხადებებზე" - წერს პოდოლიაკი.