ავტორი:

"როგორ ხართ პრორუსები? როგორ აპრავებთ ხერსონიდან გამოპანჩურებას? დადეთ მრისხანე იდეა, თორე დაგემხოთ თავზე "ნეპაბეძიმაია არმია" - რას წერს ალეკო ელისაშვილი?

"როგორ ხართ პრორუსები? როგორ აპრავებთ ხერსონიდან გამოპანჩურებას? დადეთ მრისხანე იდეა, თორე დაგემხოთ თავზე "ნეპაბეძიმაია არმია" - რას წერს ალეკო ელისაშვილი?

9 ნოემბერს, უკრაინაში რუსეთის ჯარების მეთაურმა, გენერალმა სერგეი სუროვიკინმა თავდაცვის მინისტრს, სერგეი შოიგუს შესთავაზა, რომ შექმნილი სიტუაციის გამო, სამხედრო ქვედანაყოფები მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე გადაეყვანათ. შოიგუ წინადადებას დათანხმდა და შესაბამისი განკარგულება გასცა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მძლავრი კონტრშეტევის შედეგად, რუსეთი იძულებული გახდა დატოვოს მის მიერ 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებული ერთადერთი უკრაინული საოლქო ცენტრი, რომელიც სექტემბრის ბოლოს, უკანონო რეფერენდუმის შედეგად, თავის ტერიტორიად გამოაცხადა.

დღეს უკვე გავრცელდა ფოტოები, რომლებიც, სავარაუდოდ, ხერსონშია გადაღებული. როგორც "უნიანი" წერს, ფოტოები ხერსონში, სავარაუდოდ, შემენსკშია გადაღებული. სააგენტო წერს, რომ ხერსონში უკრაინელი სამხედროები შევიდნენ..

ხერსონში მიმდინარე პოზიტიური მოვლენების ფონზე პარლამენტარი ალეკო ელისაშვილი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და პრორუს საზოგადოებას მიმართავს:

"როგორ ხართ პრორუსები, ხო ხართ მგლებივით? როგორ აპრავებთ ხერსონიდან გამოპანჩურებას? აბა, დადეთ რამე მრისხანე იდეა თორე დაგემხოთ თავზე "ნეპაბეძიმაია არმია". მალე სოხუმში და ცხინვალშიც გვენახოს საქართველოს დროშა! დიდება უკრიანას! დიდება საქართველოს! სიკვდილი რუს ოკუპანტებს!" - წერს ელისაშვილი.