ავტორი:

"რუსეთმა "დიდი ოცეულის" სამიტის დროს, შესაძლოა, უკრაინაზე მასიური დარტყმა განახორციელოს" - რა ინფორმაციას ავრცელებს საჰაერო ძალების სარდლობა?

"რუსეთმა "დიდი ოცეულის" სამიტის დროს, შესაძლოა, უკრაინაზე მასიური დარტყმა განახორციელოს" - რა ინფორმაციას ავრცელებს საჰაერო ძალების სარდლობა?

რუსეთმა, შესაძლოა, 15-16 ნოემბერს, მაშინ, როდესაც ინდონეზიაში "დიდი ოცეულის" სამიტი იმართება, უკრაინაზე მასიური სარაკეტო შეტევის განხორციელება სცადოს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენელმა, იური იგნატმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსებმა უკრაინაში დიდი რაოდენობით რაკეტები გამოიყენეს.

"რაკეტებს, რაც ჰქონდათ სრულმასშტაბიან შემოჭრამდე, წლების განმავლობაში ამზადებდნენ, ინახავდნენ, გადაჰქონდათ, ათავსებდნენ. რაკეტის დამზადების პროცესი ძალიან რთულია, ეს არ კეთდება ერთ-ორ დღეში. მათ უკრაინაში წარმოუდგენელი რაოდენობის რაკეტები გაუშვეს", - განმარტა იგნატმა.

საჰაერო ძალების სარდლობის წარმომადგენლის თქმით, რუსეთს ძალიან უყვარს სიმბოლური თარიღები, "დიდი ოცეულის" სამიტი აღიქმება ამ პარადიგმაში და სრულიად შესაძლებელია, რომ რუსეთი "დიდი ოცეულის" სამიტის დღეებში შემდეგი დარტყმის განსახორციელებლად ემზადებოდეს. "დიდი ოცეულის სამიტი“ ახლოვდება და მათ ძალიან უყვართ პროვოკაციის მოწყობა ასეთ დღეებში", - აღნიშნა იგნატმა.