ავტორი:

სენაკში ერთმანეთს სატვირთო და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი და დაშავებულია სამი

სენაკში ერთმანეთს სატვირთო და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა - გარდაცვლილია ერთი ადამიანი და დაშავებულია სამი

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ თეკლათში ავარია მოხდა. ერთმანეთს სატვირთო და ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა.

დაშავებულები სასწაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სენაკში კლინიკა "სენამედში" გადაიყვანა. ექიმების შეფასებით, ერთი პირის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი საშუალო სიმძიმის.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.