ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის იაროსლავ იანუშევიჩის ინფორმაციით, რუსებმა ხერსონის ოლქის კახოვსკის რაიონის ოკუპირებული სოფელი გორნოსტაევკა დაბომბეს. დაღუპულია ორი ქალი.
"საშინელი ამბავი გორნოსტაევკადან, რუსმა დამპყრობლებმა დასახლება დაბომბეს", - აცხადებს იანუშევიჩი.
მისივე ცნობით, დარტყმები მიზანმიმართულად განხორციელდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. დაზიანებულია 10-მდე სახლი.