ავტორი:

"სახელმწიფო დროშაზე ხუთი ჯვარი რომ გვაქვს, იქნებ იმაზეც შეიცხადოთ "ჯაან სვეცკებმა"... ჯვარი როდის აქეთ გახდა ქართველებისთვის მიუღებელი" - ალეკო ელისაშვილი

"სახელმწიფო დროშაზე ხუთი ჯვარი რომ გვაქვს, იქნებ იმაზეც შეიცხადოთ "ჯაან სვეცკებმა"... ჯვარი როდის აქეთ გახდა ქართველებისთვის მიუღებელი" - ალეკო ელისაშვილი

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები "დინამო არენაზე“ სამოას დაუპირისპირდა და ანგარიშით - 19:20 დამარცხდა.

აღსანიშნავია, რომ სამოას მორაგბეებმა მატჩის დაწყებამდე ტრადიციული ჰაკა შეასრულეს, ხოლო მათ საპასუხოდ ქართველი მორაგბეები მოედანზე ისე განლაგდნენ, რომ ჯვრის ფორმა გამოსახეს. სოციალურ ქსელში აღნიშნულს საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ზოგიერთმა ქართველი მორაგბეები ჯვრის გამოსახვის გამო გააკრიტიკა. ისინი თვლიან, ჯვრის წარმოჩენა, როგორც ბორჯღალოსნების ერთგვარი თილისმა, ხალხის არჩევანი რომ ყოფილიყო, პრობლემა არ იქნებოდა. საზოგადოების ნაწილი ამ მოსაზრებას არ იზიარებს და პრობლემას ვერ ხედავენ მორაგბეების მსგავს ქმედებაში.

  • თემასთან საკავშირებით "ფეისბუქში" კამათი არ წყდება. საკითხს ეხმიანება პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, დეპუტატი ალექანდრე ელისაშვილი:

"ძალიანაც მომეწონა, ძალიანაც მაგარია ჯვრის ფორმით დგომა! ძაანაც მაგრად მოუფიქრებია ვინც მოიფიქრა! სახელმწიფო დროშაზე ხუთი ჯვარი რომ გვაქვს გამოსახული იქნებ იმაზეც შეიცხადოთ "აი ჯაან სვეცკებმა და პრადვინუტებმა".

ჯვარი როდის აქეთ გახდა ქართველებისთვის მიუღებელი, ძაან მაინტერესებ" - წერს ელისაშვილი.