77 წლის ასაკაში გარდაიცვალა ირანელი კაცი, მეჰრან კარიმ ნასერი, რომელიც 18 წლის განმავლობაში პარიზის, შარლ დე გოლის სახელობის აეროპორტში ცხოვრობდა. მან აეროპორტის პატარა ნაწილი საკუთარ სახლად 1988 წელს აქცია.
ნასერის ისტორია შთამაგონებელი გახდა კინემატოგრაფებისთვის - 2004 წელს სტივენ სპილბერგმა გადაიღო ფილმი სახელად "ტერმინალი", რომელიც მეჰრან კარიმ ნასერის ცხოვრებას ასახავდა. მასში მტავარ როლს ტომ ჰენკსი ასრულებს.
რანის პროვინცია ხუზესტანში 1945 წელს დაბადებული ნასერი ევროპაში დედის მოესაძებნად გაემგზავრა. საიმიგრაციო დოუმენტების არქონის გამო ის გააძევეს ისეთი ქვეყნებიდან, როგორებიცაა დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდების სამეფო, გერმანია. შემდეგ გაემგზვრა საფრანგეთში. მართალია არც საფრანგეთში შეუშვეს, მაგრამ მან ბინა აეროპორტში დაიდო.
საფრანგეთმა ნასერს 1999 წელს ლტოლვილის სტატუსი მიანიჭა და ქვეყანაში ყოფნის უფლება მისცა, მიუხედავად ამისა, ის 2006 წლამდე აეროპორტში ცხოვრობდა. 2006 წელს ჯანმრთელობის მგომარეობის გაუარესების გამო ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ "ჰოსთელში" ცხოვრობდა. არსებობდა იმ თანხით, რომელსაც მის შესახებ გადაღებული ფილმის გაყიდვებით უხდიდნენ.
როგორც შარლ დე გოლის აეროპორტის წარმომადგენელი ამბობს, ნასერი რამდენიმე კვირის წინ აეროპორტში საცხოვრებლად დაბრუნდა,სადაც ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.