რუსმა ჯარისკაცებმა ლუგანსკის ოლქის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე 12 წლის გოგონა ჯგუფურად გააუპატიურეს.
უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის უშიშროების სამსახურმა მოიპოვა და გაავრცელა სატელეფონო საუბარი, სადაც აღნიშნულ სისასტიკეზეა აღნიშნული.
"მაშინ როცა ზოგიერთი დამპყრობელი გარბის ხერსონიდან, სხვა რუსები დროებით ოკუპირებულ ლუგანსკის რეგიონში აჩვენებენ თავიანთ "გმირობას" ომის უფრო მეტი დანაშაულებით. ამჯერად, ამ მხეცებმა 12 წლის გოგონა გააუპატიურეს, ხოლო ოკუპირებული დონეცკის რეგიონში რუსებმა მიზანში ქალი ამოიღეს“, - აღნიშნა უკრაინის უშიშროების სამსახურმა.
ცნობისთვის, უკრაინული მხარე სისტემატურად მუშაობს რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების დოკუმენტირებაზე. თითქმის 16 000 სისხლის სამართლის საქმეზე უკვე დაწყებულია სამართალწარმოება უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის 438 მუხლით, რაც ომის კანონებისა და ჩვეულებების დარღვევას გულისხმობს.