ავტორი:

"სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ" - პრემიერი

"სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ" - პრემიერი

სტამბოლში მომხდარი აფეთქების გამო, საქართველოს მთავრობისა და ხალხის სახელით, უდიდეს თანაგრძნობას გამოვხატავ თურქი ერის, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისა და დაღუპულთა ოჯახების წინაშე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს.

"დაშავებულებს სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ და ვლოცულობთ თურქეთისთვის",-აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

ბოლო მონაცემებით, სტამბოლის ცენტრში, ისტიკლალის გამზირზე მომხდარი აფეთქების შედეგად, დაღუპულია 6 ადამიანი, ხოლო 53 დაშავდა.

ასევე იხილეთ;