ავტორი:

უკრაინელებმა დნიპროს მარცხენა სანაპიროზე რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებს დაარტყეს

უკრაინელებმა დნიპროს მარცხენა სანაპიროზე რუსების ცოცხალი ძალის, იარაღისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის ადგილებს დაარტყეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ, გასული დღის განმავლობაში, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში 40 რუსი ოკუპანტია ლიკვიდირებული, - ინფორმაციას უკრაინული მედია ოპერატიულ სარდლობა "სამხრეთზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით რუსული ძალები აგრძელებენ უკრაინული ჯარების წინააღმდეგ ცეცხლის გახსნას ავიაციის, მძიმე არტილერიის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებისა და ნაღმტყორცნების გამოყენებით დნიპროს მარჯვენა სანაპიროზე მდებარე დეოკუპირებულ დასახლებებში.

საპასუხოდ, უკრაინელმა ძალებმა მარცხენა სანაპიროზე მტრის ცოცხალი ძალის, იარაღისა და აღჭურვილობის კონცენტრაციის 4 ტერიტორიას დაარტყეს. სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა კი 33 საცეცხლე მისია შეასრულეს.

"მტრის დანაკარგები შეადგენს : 40 რუს ოკუპანტს და 7 ერთეულ ჯავშანმანქანას. დანარჩენი დანაკარგები ზუსტება“, - აცხადებენ სარდლობაში.