ავტორი:

ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან ერთად ქართველ კალათბურთელებს გულშემატკივრობს - "კვარა" იტალიელების ყურადღების ცენტრში - რა კადრებს ავრცელებს იტალიური მედია

ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან ერთად ქართველ კალათბურთელებს გულშემატკივრობს - "კვარა" იტალიელების ყურადღების ცენტრში - რა კადრებს ავრცელებს იტალიური მედია

კალათბურთში, მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატის შესარჩევ მეორე ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრები იტალიის ნაკრებს "თბილისი არენაზე" დაუპირისპირდა.

ქართველი კალათბურთელების საგულშემატკივროდ "თბილისი არენაზე" ხვიჩა კვარაცხელია შეყვარებულთან, ნიცა თავაძესთან ერთად მივიდა.

სოციალურ ქსელში ხვიჩასა და ნიცას ფოტოები და ვიდეოები ვრცელდება. აღსანიშნავია, რომ კადრებს იტალიური მედიაც ავრცელებს:

ITALIA AVANTI ALL’INTERVALLO 💪🏻🇮🇹
Al termine del primo tempo l’@Italbasket è avanti 43-40 sulla #Georgia anche grazie a questa tripla di #Vitali 👌🏻
Ospite speciale al palazzetto il calciatore georgiano del #Napoli Khvicha #Kvaratskhelia, che sembra godersi lo spettacolo 🍿 pic.twitter.com/IUKo7uVZ3v
— Eleven Sports Italia (@ElevenSportsIT) November 14, 2022

ნიცა თავაძის მიმართ არა მხოლოდ ქართული, არამედ იტალიური მედიის ინტერესიც დიდია. რამდენიმე თვის წინ ხვიჩამ მის შესახებ ერთ-ერთ იტალიურ გამოცემასთან ისაუბრა.

"ჯერჯერობით ჩემთან ერთად არ წამოსულა. კონცენტრირებული და მშვიდი უნდა ვიყო, ფეხბურთელისთვის ადვილი არ არის შეყვარებულის ყოლა. რა თქმა უნდა, როცა დრო მექნება, ვისაუბრებთ. ჯერჯერობით დაქორწინებას არ ვაპირებთ, მან იცის, რომ ბევრი საქმე მექნება. ნიცა ჰქვია, სამედიცინოზე სწავლობს“ - ამბობდა "კვარა".