ავტორი:

"ახლა ეს შესაძლებლობა მიიღეს უცხოელებმა" - პუტინმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს რუსეთის ჯარში მსახურობის უფლება მისცა

"ახლა ეს შესაძლებლობა მიიღეს უცხოელებმა" - პუტინმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებსა და მოქალაქეობის არმქონე პირებს რუსეთის ჯარში მსახურობის უფლება მისცა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ცვლის რეგულაციას ჯარში სამსახურის პროცედურის შესახებ - "ახლა ეს შესაძლებლობა მიიღეს უცხოელებმა", - წერია შესაბამის დოკუმენტში.

"რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, დოკუმენტი იურიდიული ინფორმაციის ინტერნეტ პორტალზე გამოქვეყნდა.

"ეს დებულება განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის გავლის წესს მშვიდობიანობის დროს იმ მოქალაქეების მიერ, რომლებსაც აქვთ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა, ან ბინადრობის მოწმობა, ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქალაქის მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი“, - ნათქვამია განცხადებაში.

გარდა ამისა, მოქალაქეობის არმქონე პირებს ექნებათ შესაძლებლობა იმსახურონ რუსეთის ჯარში.