ბოლო თვეების განმავლობაში, უკრაინა მძლავრი კონტრშეტევებით ათავისუფლებს რუსების მიერ დაკავებულ ტერიტორიებს. რამდენიმე დღის წინ უკრაინულმა ძალებმა მოახერხეს ქალაქ ხერსონის აღება, რომელიც რუსებმა ომის დაწყებიდან მალევე დაიკავეს. 14 ნოემბერს, გათავისუფლებულ ხერსონში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ჩავიდა.
რუსეთ-უკრაინის ფრონტზე მიმდინარე მოვლენებს ambebi.ge-სთან საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი გიორგი გობრონიძე აფასებს.
კითხვაზე, თუ რამდენად იზიარებს ექსპერტთა მოსაზრებას, რომ ხერსონის დაბრუნება უკრაინის სასარგებლოდ ომის გარდამტეხი ფაქტორი იქნება, ექსპერტი გვპასუხობს:
"გარდამტეხ ფაქტორად შეიძლება მივიჩნიოთ ჯერ კიდევ ხარკოვის მიმართულებით მიღწეული წარმატება, სადაც ცხადი გახდა, რომ რუსეთის ფედერაცია კარგავდა როგორც ოპერატიულ-ტაქტიკურ, ისე სტრატეგიულ ინიციატივას. ხერსონის ჩაბარებამ კი კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ რუსეთს ამ ეტაპზე პროაქტიური მოქმედების რესურსი არ აქვს. უჭირს, როგორც ცოცხალი ძალის, ისე ტექნიკისა და შეიარაღების მიმართულებითაც და შესაბამისად, მას ეს ომი უჯდება ძალიან ძვირი. ეს უკვე მოითხოვს მოსკოვისგან იმ რესურსს, რომლის მიწოდებაც მას აღარ შუძლია ფრონტის ხაზზე. ამის ნათელი მაგალითია მობილიზაცია, რომელიც გამოცხადდა და რეალუარდ ამით საჯარისო ნაწილების შევსება მოხდა, მოუმზადებელი და გამოუცდელი სამხედრო კონტიგენტით, რაც აისახა კიდეც საბრძოლო მოქმედებების მიმდინარეობაზე.
რუსეთის პრობლემების კიდევ ერთი მაგალითი ისაა, რომ რუსეთი საზღვარგარეთზე დამოკიდებული გახდა, სამხედრო დახმარების თვალსაზრისით. გავიხესენოთ, მოსკოვის მცდელობა ჩინეთისგან მიეღო დახმარება, რაც წარუმატებელი აღმოჩნდა. შედარებით წარმატებული აღმოჩნდა ირანის ისლამურ სახემწიფოსთან თანამშრომლობა, თუმცა ესეც ძალიან მყიფეა და არ ვიცით, როდის შეწყდება“.
ექსპერტი ასევე გვესაუბრა თუ რა შედეგი შეიძლება ჰქონდეს ომის მიმდინარეობაზე მოახლოებულ ზამთარს. როგორ მან აღნიშნა, ეს ზამთარი რთული იქნება განსაკუთრებით რუსეთისთვის.
"ვფიქრობ, რომ ზამთარი მნიშვნელოვნად არ აისახება რუსების ან უკრაინელების მხრიდან შეტევის შეწყვეტაზე, შეიძლება ინტენსივობა შეიცვალოს, რაც გამოწვეული იქნება ბუნებრივად ლანდშაფტის ცვლილებებით.
ჩემი აზრით, სიცივე არ იქნება დამაბრკოლებელი ფაქტორი უკრაინის არმიისთის, რათა მან კონკრეტული შედეგები აჩვენონ ბრძოლის ველზე და ბრძოლის მიმდინარეობაზეც გავლენა მოხდინოს. ზამთარი უფრო დიდი პრობლემა შეიძლება აღმოჩნდეს რუსეთისთვის, მათ პრაქტიკულად ჩამოშლილი და მორღვეული აქვთ სამხმედრო და საველე ინფრასტრუქტურა, ჩვენ ვნახეთ, თუ როგორ ეძინათ მობილიზირებულ ჯარისკაცებს ღია ცის ქვეშ მოწყობილ ყაზარმებში. ზამთარში რუსეთი შეიძლება ვარაუდობდეს, რომ ენერგო მატარებლებზე გაზრდილი მოთხოვნა მას შესაძლებლობას მისცემს, რომ გარკვეული ზეწოლა მოახდინოს დასავლეთზე. არადა, ენრეგო მარაგები ევროპის წამყვან სახელმწიფოებს, პრაქტიკულად, უკვე შევსებული აქვთ. ისინი რუსული რესურსების ყველაზე მეტად მომხმარებლები იყვნენ, თუმც დღეს ასე აღარ არის”, - აღნიშნავს გიორგი გობრონიძემ.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა უკრაინელთა კონტრშეტევებზე და მოსალოდნელ წარმატებაზეც ისაუბრა. ექსპერტის თქმით, მნიშვნელოვანი უპირატესობა მოიპოვა უკრაინამ "ჰაიმარსების“ გამოყენებით.
“ზოგადად რთულია ვისაუბროთ, რამდენად აქვს წარმატების შანსი უკრაინულ მხარეს უახლოეს მომავალში. ამას განაპირობებს შეიარაღების და ტექნიკის ხარისხი, რაშიც უპირატესობა ბოლო ხანს ნამდვილად აქვს უკრაინას. ეს კარგად გამოჩნდა, როდესაც 24-მა "ჰაიმარსმა“, ფაქტობრივად, გადაწყვიტა, 100-კილომეტიან ფრონტის ხაზზე, ბრძოლის ბედი.
რუსეთმა ცნობილი "აზოვტალის დრამის“ დროს მეორე მსოფლიო ომის დროინდელი შეიარაღება გამოიყენა და კვლავაც ამას იყენებს. ამ ფონზე რუსული სამხედრო ნაწილებისთვის რთული იქნება მოქმედება, მათაც სჭირდებათ შესაბამისი აღჭურვილობა და ამის არარსებობის შემთხევაში, გაუჭირდებათ პოზიციების შენარჩუნება. თუ უკრაინა კვლავაც მიიღებს იმ რესურსებს დასავლეთისგან, რაც სჭირდება, ის აღმოჩნდება კიდევ უფრო მომგებიან პოზიციაში.
აქ ორი მომენტია გასათვლისწინებელი - როცა რუსეთის ყველაზე ბრძოლისუნარიანი შენაერთები უკვე განეიტრალებულია ომის პირველი 3-4 თვის განმავლობაში, ბრძოლის ველზე უკვე უუნარო სამხედრო ძალები გადიან.
უკრაინას, ასევე აქვს ის უპირატესობა, რომ ისინი მობილიზირებულ ნაწილებს ამზადებენ და შემდგომ ხდება გადასროლა ბრძოლის ველზე. თანაც მოტივაცია უკრაინას ძალიან დიდი აქვს, რადგან ისინი იცავენ საკუთარ სახლს, ხოლო რუსეთის მხრიდან გამოყვანილ სამხედროებს არ ესმით, რისთვის მიდიან ომში. წარმოიდგინეთ, მათ ჯარისკაცები მიჰყავთ და არც კი ეუბენებიან სად...” - ამბობს ექსპერტი.
კითხვაზე, გაიზარდა თუ არა რუსეთის მხრიდნ არაკონვენციური იარაღის გამოყენების საფრთხე უკრაინის ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ, გიორგი გობრონიძე გვპასუხობს, რომ ომის მიმდინარეობისას, რუსეთმა უკვე გამოიყენა აკრძალული იარაღი, თუმცა ბირთვული იარაღის გამოყენების შემაკავებელი მძლავრი ფაქტორები არსებობს.
"რაც შეეხება არაკონვენციური იარაღის გამოყენებას, ამის პროგნოზირება, პრაქტიკულად, შეუძლებელია, მოსკოვს შეუძლია გამოიყენოს ან არ გამოიყენოს, თუმცა მიმაჩნია, რომ არსებობს ამის შემაკავებელი მძლავრი ფაქტორები. ამიტომაც ვიმედოვნებ, რომ ამგვარი სცენარის განვითარების საფრთხე მცირეა.
სამწუხაროდ, არ გამოვრიცხავ, რომ მან გამოიყენოს ქიმიური იარაღი, რაც ვნახეთ სირიაში, ასევე ქლორის კასრები და სხვა ტიპის მომწამლავი გაზები. პრინციპში, "აზოვსტალის“ მცველების წინააღმდეგ აკრძალული ფოსფორის ბომბების გამოყენების ფაქტი უკვე დადასტურდა…“- განუცხადა ambebi.ge-ს გიორგი გობრონიძემ.
იხილეთ ასევე:
ავტორი: ლუკა ცხვედიანი