ავტორი:

The Tonight Show-ს ყოფილი წამყვანი, ჯეი ლენო სახის მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს - "ბენზინის აალების შედეგად სერიოზული დამწვრობები მივიღე"

The Tonight Show-ს ყოფილი წამყვანი, ჯეი ლენო სახის მძიმე დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს - "ბენზინის აალების შედეგად სერიოზული დამწვრობები მივიღე"

ამერიკელი კომიკოსი და The Tonight Show-ს ყოფილი წამყვანი, ჯეი ლენო, მძიმე დამწვრობის სამკურნალოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს. The Guardian-ის გამოცემის ცნობით, ლენოს ავტოფარეხში მისი ერთ-ერთი ავტომანქანა ცეცხლის ალში გაეხვია და ამან გამოიწვია კომიკოსის დაშავება: მას სახის მარცხენა მხარე და ხელები აქვს დამწვარი.

"ბენზინის აალების შედეგად სერიოზული დამწვრობები მივიღე. კარგად ვარ, უბრალოდ, 1-2 კვირა მჭირდება, რომ ფეხზე დავდგე“,- განაცხადა ლენომ Variety-სთან.

საბედნიეროდ, 72 წლის კომიკოსს თვალი და ყური მძიმედ არ დაზიანებია. „კარგ განწყობაზეა და მადლობელია იმ ადამიანების, რომლებიც მის მდგომარეობას კითხულობენ და კეთილ სურვილებს უგზავნინან. მას სურს ყველას გააგებინოს, რომ კარგადაა და აშშ-ის საუკეთესო დამწვრობის ცენტრში მკურნალობს“, წერია განცხადებაში, რომელსაც ჯეი ლენოს მენეჯრი ავრცელებს.

ცნობილია, რომ ჯეო ლენოს ავტომანქანების დიდი ქოლექცია აქვს და მათმა რიცხვმა უკვე 180-ს გადააჭარბა. ყოფილი წამყვანი ხშირად სტუმრობს თავის ავტოფარეხს სამუშაოდ.

ჯეი ლენო ყველაზე ყურებადი წამყვანი იყო აშშ-ის The Tonight Show-ს ისტორიაში. მან გადაცემა 2009 წელს მიატოვა, მისი ადგილი კი კონან ო'ბრაიენმა დაიკავა.

წყარო: theguardian

მოამზადა: ანა სიბოშვილმა