ავტორი:

უკრაინის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოსახლეობას მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმების შესახებ აფრთხილებენ

უკრაინის ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, მოსახლეობას მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმების შესახებ აფრთხილებენ

უკრაინის უმეტეს ოლქებში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ზოგიერთი ოლქის მოსახლეობა რუსეთის ფედერაციის მხრიდან სარაკეტო თავდასხმების საფრთხის შესახებ გააფრთხილეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

კრივი-რიჰის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვილკულის განცხადებით, ადგილობრივი მოსახლეობა თავშესაფრებში უნდა გადავიდეს.

"მოსკოვმა ვოლგოგრადი-ასტრახანიდან Ту-95-ის გამოყენებით Х-101 რაკეტების გამოუშვა. რაკეტების სამიზნე უკრაინაში ჯერჯერობით უცნობია“, - წერს ვილკული "ტელეგრამზე“.

მან მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისკენ მოუწოდა.

ამასთან, მიკოლაივის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვიტალი კიმის განცხადებით, ცაზე რაკეტები დაფიქსირდა. მან მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლისკენ მოუწოდა.

მოსალოდნელი სარაკეტო თავდასხმის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრე სტარუხიც

"სასწრაფოდ გადადით თავშესაფრებში! თავს გაუფრთხილდით!", - დაწერა სტარუხმა "ტელეგრამზე“.