ავტორი:

"ჩვენ არ გვაქვს დარეგულირებული საქართველოსთან ურთიერთობა და ეს გვაწუხებს" - რას ამბობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი

"ჩვენ არ გვაქვს დარეგულირებული საქართველოსთან ურთიერთობა და ეს გვაწუხებს" - რას ამბობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრი

"რუსეთი, როგორც პასუხისმგებელი პარტნიორი, ასრულებს და კვლავაც შეასრულებს უსაფრთხოების, ასევე, სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სფეროში აღებულ ვალდებულებებს", - სააგენტო "რესის“ ინფორმაციით, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა ახსარ ჯიოევმა განაცხადა.

"ჩვენ არ გვაქვს დარეგულირებული საქართველოსთან ურთიერთობა და ეს მიმართულება, ბუნებრივია, გვაწუხებს. ახალი გამოწვევებისა და საფრთხეების გათვალისწინებით, რომლებსაც ჩვენ ვაკვირდებით მსოფლიოში, ჩვენი სამხრეთის საზღვრის უსაფრთხოება ჩვენთვის აქტუალურია.

სერგეი ლავროვმა თავის გამოსვლაში განაცხადა, რომ რუსეთი, როგორც პასუხისმგებლიანი პარტნიორი და მეგობარი ქვეყანა, სრულად ასრულებს და კვლავაც შეასრულებს საკუთარ თავზე აღებულ პასუხისმგებლობებს, რომლებიც გათვალისწინებულია ორმხრივი შეთანხმებებით, კერძოდ, უსაფრთხოების საკითხში, სამხრეთ ოსეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების კუთხით და სხვა საკითხებში“, - აღნიშნა ჯიოევმა.