ავტორი:

"ძალიან გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით და გარკვეული დრო თავშესაფარში იყავით... ყველაფერს გადავიტანთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს

"ძალიან გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით და გარკვეული დრო თავშესაფარში იყავით... ყველაფერს გადავიტანთ" - ვოლოდიმირ ზელენსკი მიმართვას ავრცელებს

"გასაგებია რა სურს მტერს, ის თავისას ვერ მიაღწევს", - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მასიური სარაკეტო თავდასხმის საპასუხოდ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის მიმართ რუსეთის მიერ გასროლილი რაკეტების უმეტესობა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების წინააღმდეგაა.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქვეყანაში კიდევ 20 სარაკეტო დარტყმაა მოსალოდნელი.

"ამიტომ ძალიან გთხოვთ, თავს გაუფრთხილდით და გარკვეული დრო თავშესაფარში იყავით. ვიცი, რომ დარტყმების გამო ბევრ ქალაქში ელექტროენერგია გაითიშა. ვმუშაობთ, ყველაფერს აღვადგენთ, ყველაფერს გადავიტანთ”, - თქვა ზელენსკიმ.