ავტორი:

"საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრება სურს, მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა და დანაპირები შევასრულოთ" - ოლივერ ვარჰეი

"საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრება სურს, მზად ვართ, დავიწყოთ მუშაობა და დანაპირები შევასრულოთ" - ოლივერ ვარჰეი

საქართველომ ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს, - ამის შესახებ ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სოციალურ ქსელ "ტვიტერში" წერს.

ოლივერ ვარჰეის თქმით, ევროკავშირი მზად არის დაიწყოს მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შეასრულოს.

"დღეს ჩავდივარ საქართველოს დედაქალაქ თბილისში. ქვეყანამ ცხადზე ცხადად განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება სურს. ჩვენც მკაფიოდ გავიგონეთ და შევისმინეთ. მზად ვართ დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით და დანაპირები შევასრულოთ.

შეხვედრები ჩანიშნული მაქვს საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან",- წერს ოლივერ ვარჰეი.