ავტორი:

აფეთქება პოლონეთში და ორი გარდაცვლილი - დაუდასტურებელი ინფორმაციით, იქ რუსული რაკეტები ჩამოვარდა

აფეთქება პოლონეთში და ორი გარდაცვლილი - დაუდასტურებელი ინფორმაციით, იქ რუსული რაკეტები ჩამოვარდა

პოლონური მედიის ინფორმაციით, პოლონეთში სოფელ ფშევოდუვში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.

  • "შემთხვევის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია", - ამბობს რაიონის სახელმწიფო სახანძრო შტაბის სპიკერი.

"ჩვენ მივიღეთ შეტყობინება აფეთქების შესახებ. ვადასტურებთ. რომ მსგავსი რამ მოხდა, ორი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა", - ამბობს ის.

  • პარალელურად კი მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ პოლონეთის ტერიტორიაზე ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც აფეთქება მოჰყვა.თუმცა აღნიშნული ცნობა ამ დროისთვის დაუდასტურებელია.