ავტორი:

"ჩვენი არმია არ ჩერდება... რუსეთი შეიძლება ბევრად ადრე დაემხოს, ვიდრე ბევრს ჰგონია" - მიხეილ სააკაშვილი

"ჩვენი არმია არ ჩერდება... რუსეთი შეიძლება ბევრად ადრე დაემხოს, ვიდრე ბევრს ჰგონია" - მიხეილ სააკაშვილი

"ხერსონმა მოვლენები ძალიან დააჩქარა. რუსეთი შეიძლება ბევრად ადრე დაემხოს, ვიდრე ბევრს ჰგონია", - ამის შესახებ "ფეისბუქზე“ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს.

მისივე თქმით, ბირთვული იარაღის გამოყენება საბოლოოდ გამოირიცხა.

"ხერსონის ისტორიული გამარჯვების და დნეპრის მარჯვენა სანაპიროს გათავისუფლების შემდეგ, ჩვენი არმია არ ჩერდება და უკვე მარცხენა ნაპირზე გადავიდა და გაათავისუფლა ქალაქები ოლეშკი და გოლა ფრისტანი. ასევე, სტრატეგიული კიმბურგის ნახევარკუნძული, რომელიც პირდაპირ მიბჯენილია ყირიმს. ძალიან საინტერესო განვითარება ხდება შეტევის ლუგანსკის ოლქში, იქ ჩვენებმა ალყა დაარტყეს სტრატეგიულ ქალაქ სვატოვის, ხოლო სამხრეთით რუსებმა დაიწყეს ქალაქების სევეროდონეცკის, კრემენაიას და რუბეჟნოეს ევაკუაცია, რაც ნიშნავს, რომ სულ მალე ეს ქალაქები (მათ შორის ყველაზე მსხვილია სევეროდონეცკი, სადაც ომამდე 200 ათასამდე მაცხოვრებელი იყო) მალე გათავისუფლდება.

ამის შემდეგ ჩვენები მიადგებიან თავად ქალაქ ლუგანსკს. ხერსონმა მოვლენები ძალიან დააჩქარა. რუსეთი შეიძლება ბევრად ადრე დაემხოს, ვიდრე ბევრს ჰგონია. ჩვენ ვართ იმპერიის ჩამოშლის მოწმეები, რაც დიდი საოცრებაა. დიდება უკრაინას!

კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ამბავი- ბირთვული იარაღის გამოყენება საბოლოოდ გამოირიცხა - ჩინეთის და ამერიკის პრეზიდენტების საერთო განცხადებაში ნათქვამია, რომ დაუშვებელია ბირთვული იარაღის გამოყენება და გამოყენების მუქარა. ამის შემდეგ უკვე დიდი ალბათობით მუქარასაც აღარ გავიგებთ და სხვა კოზირი ოკუპანტებს აღარ რჩება“,- წერს სააკაშვილი.