ავტორი:

"სახიფათო ესკალაციაა კრემლის მხრიდან" - პოლონეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ევროპაში პირველი ოფიციალური განცხადებები კეთდება

"სახიფათო ესკალაციაა კრემლის მხრიდან" - პოლონეთში მომხდარი აფეთქების შემდეგ, ევროპაში პირველი ოფიციალური განცხადებები კეთდება

"ნატო-ს წევრის ტერიტორიაზე რუსული რაკეტების დარტყმა ძალიან სახიფათო ესკალაციაა კრემლის მხრიდან", - ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ედგარს რინკევიჩსი Twitter-ის პირად გვერდზე წერს.

"ლატვია სრულ სოლიდარობას უცხადებს ჩვენს მოკავშირე პოლონეთს და და მხარს დაუჭერს ნებისმიერ ქმედებას, რომელსაც პოლონეთი მიზანშეწონილად მიიჩნევს. რუსეთი აგებს პასუხს ყველა შედეგისთვის”, - წერს რინკევიჩსი.

  • უახლესი ამბები პოლონეთიდან ძალიან შემაშფოთებელია, - ამის შესახებ განცხადებას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო Twitter-ზე ავრცელებს.

"ჩვენ მჭიდრო კონსულტაციებს ვაწარმოებთ პოლონეთთან და სხვა მოკავშირეებთან. ესტონეთი მზადაა დაიცვას ნატო-ს ტერიტორიის ყოველი სანტიმეტრი. ჩვენ სრულ სოლიდარობაში ვართ ჩვენს ახლო მოკავშირე პოლონეთთან”, - წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის ერთ-ერთ სოფელთან ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს. შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა.