ავტორი:

"უკრაინელებმა დნიპროს მარცხენა სანაპიროზე რუსულ ძალებს დაარტყეს" - ოპერატიული სარდლობა

"უკრაინელებმა დნიპროს მარცხენა სანაპიროზე რუსულ ძალებს დაარტყეს" - ოპერატიული სარდლობა

უკრაინის თავდაცვის ძალები, გასული დღის განმავლობაში, თავს დაესხნენ ოკუპანტებს დნიპროს მარცხენა სანაპიროზე და კინბურნსკა კოსას ტერიტორიაზე, - ინფორმაციას უკრაინის ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 50-ზე მეტი საცეცხლე მისია შეასრულეს.

"თავდაცვის ძალების სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფებმა განახორციელეს შეტევები მტრის პოზიციებზე და ცოცხალი ძალის, აღჭურვილობისა და იარაღის კონცენტრაციის უბნებზე დნიპროს მარცხენა სანაპიროზე და კინბურნსკა კოსას ტერიტორიაზე“, - აცხადებენ სარდლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინელების შეტევის შედეგად ლიკვიდირებულია 17 ოკუპანტი, განადგურდა და დაზიანდა 15 ჯავშანმანქანა, ორი თვითმავალი საარტილერიო დანადგარი და Orlan-10 ტიპის სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი.

გარდა ამისა, უკრაინელებმა ნოვაია კახოვკასა და ოლეშკიში რუსული ძალების საბრძოლო მასალის ორი საცავი გაანადგურეს.