ავტორი:

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის არჩევნებში პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე თავის კანდიდატურას წამოაყენებს.

"იმისთვის, რომ ამერიკა კვლავ დიდებული გავხადო, ვაცხადებ ჩემს კანდიდატურას შეერთებული შტატების პრეზიდენტის პოსტზე“, - განაცხადა ტრამპმა ფლორიდაში, ამომრჩევლებთან შეხვედრაზე.

ექსპრეზიდენტის თქმით, მისი საარჩევნო კამპანია გააერთიანებს ადამიანებს.

"ეს არ იქნება ჩემი კამპანია, ეს იქნება ჩვენი კამპანია ერთად", - აღნიშნა ტრამპმა.