ავტორი:

"ეს რუსული დარტყმაა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, საჭიროა მოქმედება" - ზელენსკი

"ეს რუსული დარტყმაა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, საჭიროა მოქმედება" - ზელენსკი

ეს დარტყმაა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე, საჭიროა მოქმედება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, როდესაც პოლონეთში რუსული რაკეტების ჩამოვარდნის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა.

"დღეს მოხდა ის, რის შესახებაც დიდი ხანია ვამბობდით. ტერორი ჩვენი სახელმწიფო საზღვრებით არ შემოიფარგლება. რუსეთის რაკეტებმა პოლონეთს დაარტყეს. რამდენჯერ თქვა უკრაინამ, რომ ტერორისტი სახელმწიფო ჩვენი ქვეყნით არ შემოიფარგლება? რაკეტებით ნატოს ტერიტორიაზე დარტყმა, ეს რუსული სარაკეტო დარტყმაა კოლექტიურ უსაფრთხოებაზე! ეს ძალიან არსებითი ესკალაციაა. საჭიროა მოქმედება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ყოველთვის დაუჭერს მხარს პოლონელებს.

ცნობისთვის, მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ ორი რუსული რაკეტა პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში ჩამოვარდა, რომელიც უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.