ავტორი:

"აშშ-ს 3 ოფიციალური პირის ინფორმაციით, რუსული რაკეტები, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, უკრაინის ძალების მიერ იყო გაშვებული" - Associated Press

"აშშ-ს 3 ოფიციალური პირის ინფორმაციით, რუსული რაკეტები, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, უკრაინის ძალების მიერ იყო გაშვებული" - Associated Press

პირველადი ინფორმაციით, რაკეტები, რომლითაც პოლონეთზე იერიში მიიტანეს, უკრაინის ძალების მიერ იყო გაშვებული. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Associated Press-ი აშშ-ის სამ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათ მედიასაშუალებას განუცხადეს, რომ უკრაინელები ცდილობდნენ თავი რუსული თავდასხმისგან დაეცვათ, რომელიც მათ ენერგო ინფრასტრუქტურაზე იყო მიმართული.

შეგახსენებთ, დღეს დილით აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა, რუსეთიდან ყოფილიყო გასროლილი.

იხილილეთ ასევე: