ავტორი:

"ჩვენ მოწმე ვართ, თუ როგორ აგრძელებს ირანი ტერორისტული თავდასხმის მცდელობებს" - ისრაელის საელჩო მოქალაქის მკვლელობის მცდელობის აღკვეთაზე

"ჩვენ მოწმე ვართ, თუ როგორ აგრძელებს ირანი ტერორისტული თავდასხმის მცდელობებს" - ისრაელის საელჩო მოქალაქის მკვლელობის მცდელობის აღკვეთაზე

ისრაელის საელჩო სუს-ის მიერ გუშინ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება, სადაც ნათქვამი იყო, რომ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა აღკვეთეს.

ისრაელის საელჩო მადლობას უხდის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და აღნიშნავს, რომ ისინი მოწმეები არიან, „როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ საქართველოშიც“.

“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში აღნიშნულ პრევენციულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, რომელთა შედეგად აღკვეთილ იქნა ისრაელის მოქალაქეზე თავდასხმა, ისრაელის საელჩოს სურს მადლობა გადაუხადოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მათი პროფესიონალური და მტკიცე ძალისხმევისთვის, რათა უზრუნველეყოთ ისრაელის მოქალაქის უსაფრთხოება.

ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ აგრძელებს ირანი თავის მავნე, დამღუპველ საქმიანობას და ტერორისტული თავდასხმების მცდელობებს არა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში, არამედ მთელ მსოფლიოში, ახლა უკვე საქართველოშიც.

ჩვენ გულითადად ვაფასებთ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ განხორციელებულ მნიშვნელოვან და გადამწყვეტ მოქმედებებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, სადაც ნათქვამი იყო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ გამოვლენილ და აღკვეთილია დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ საქართველოში დაგეგმილი ისრაელის მოქალაქის მკვლელობის მცდელობა. მათივე ინფორმაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დაკავებული არიან პაკისტანისა და ირან-საქართველოს ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები.

ასევე იხილეთ: