ავტორი:

"ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და ხალხს - პოლონეთი ევროპის გულია, ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს" - პრეზიდენტი

"ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და ხალხს - პოლონეთი ევროპის გულია, ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს" - პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

"თანავუგრძნობ დაღუპულთა ოჯახებს. ამ მძიმე პერიოდში, ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ პოლონეთის მთავრობას და პოლონელ ხალხს ხალხს. პოლონეთი ევროპის გულია. ეს არავინ არ უნდა დაივიწყოს!“- წერს სალომე ზურაბიშვილი "ტვიტერზე“.

შეგახსენებთ, გუშინ უცხოურ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლონეთის სოფელ ფშევოდუვში, რომელიც უკრაინასთან საზღვართან ახლოს მდებარეობს, ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა, რასაც ორი ადამიანი ემსხვერპლა.